გაცნობითი ტური საჯარო მოხელეთათვის და ბიზნესმენთათვის Print
Friday, 19 August 2011 10:22

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბიზნესმენებისათვის და საჯარო მოხელეებისათვის მოეწყო გაცნობითი ტური სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და ბათუმის იუსტიციის სახლში. ტურის მონაწილეები, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ ყველა იმ პროცედურას, რაც კერძო პირმა თუ ბიზნესმენმა უნდა გაიაროს: საქონლის გაფორმების პროცედურები, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქონების რეგისტაციასთან, ბინადრობასთან, სანოტარო დოკუმენტაციის, მოქალაქეობის, პასპორტის, ორდინალური ვიზის, აპოსტილის მიღებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თეორიული სემინარი იგივე თემაზე ერთი თვის წინ ჩატარდა. საბაჟო და საგადასახადო პროცედურების საკუთარი თვალით ნახვა სემინარის შემდგომი პრაქტიკული ეტაპი იყო.