ბათუმის ‘თანამგზავრს“ ახალი შენობა და კაზინო დაემატება Print
Thursday, 11 August 2011 10:55

ოქტომბერში ბათუმის სასტუმრო „თანამგზავრის“ რეკონსტრუქცია დაიწყება. პროექტზე ქართველი და თურქი არქიტექტორები უკვე მუშაობენ. სასტუმრო კომპანია „დელტა ჯორჯიამ“ მიმდინარე წლის თებერვალში 3.5 მილიონ დოლარად შეიძინა. „დელტა ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ჰაირულლაჰ გუნალის განცხადებით, „თანამგზავრის“ კომპლექსს დაემატება ერთი ორსართულიანი VIP სასტუმრო სახალი შენობა, კაზინო, დისკობარი, და სამკურნალო გამაჯანსაღებელი SPA ცენტრი. სულ პროექტში 2-3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. „შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ეს იქნება ერთადერთი კომპლექსი, სადაც დასვენება და გართობა შეეძლებათ ოჯახებს, თინეიჯერებს და საქმიან ადამიანებს,“ – განაცხადა ჰაირულაჰ გუნალიმ. კომპლექსში 59 ნომერია, რომელთა ღირებულება 100-280 ლარია. სასტუმროში ასევე მოქმედებს 4 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, 2 ბარი და საცურაო აუზი.