აშშ-ის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სსია–ს ოფისში... Print
Thursday, 02 June 2011 13:17

მიმდინარე წლის 2 ივნისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ აშშ-ის კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესე­ბულნი იყვნენ საქართველოს ბიზნეს გარემოთი. ისინი აწარმოებენ მარკეტინგულ კვლევას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. სტუმრები გაეცნენ  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სტრუქტურას და მიიღეს ინფორმაცია ასოციაციის წევრი კომპანიების შესახებ.