ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური” 2011... Print
Friday, 20 May 2011 08:27

მიმდინარე წლის 11 მაისს საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტრსა დასაქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით საქართველოში ჩატარდა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური” 2011. დაჯილდოების დაარსების მიზანია ქართული ბიზნესის წარმოჩენა, წახალისება და პოპულარიზაცია. იგი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უკვემიღწეული წარმატების მაგალითზე ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებასა და განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება - “მერკური” 2011 აერთიანებს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს. ნომინაციაში „დამზადებულია საქართველოში“  გაიმარჯვა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა კომპანიამ „BTM ტექსტილი“.ვულოცავთ კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მეჰმეთ ეფენდიოღლუს კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.