საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ფორუმში... Print
Saturday, 30 April 2011 09:42

მიმდინარე წლის 30 აპრილს ბათუმის "შერატონ პალასში", საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო  ბიზნეს ფორუმში. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე  დავით ბაქრაძე, აჭარის მთავრობის თავმ­ჯდომარე ლევან ვარშალომიძე, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი პერტაია და სხვა ოფიციალური პირები და ორგანიზაციები. განხილვის მთავარი თემა კერძო აუ­დიტორთა სისტემის დანერგვა  იყო.  კერძო აუდიტო­რების შესა­ხებ საგადასა­ხა­დო კო­დექსში შესატანი ცვლილებები რამდენიმე კვირაში იქნება მზად. საგადასა­ხა­დო კო­დექ­სში ცვლი­ლებე­ბის შემდეგ მეწარმე თავად გადაწყვეტს, რომელმა უწყებამ შეა­მოწ­მოს შე­მო­სავლე­ბის სამსახურმა თუ ამ სამსახურსი აკრედიტებულმა კერძო აუ­დიტორმა. თუ ბიზნესი აუდიტორს აირჩევს, შემოსავლების სამსახური მის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს. საგადასახადო კოდექსის დახვეწის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია  განაგრძობს აქტიურ თანა­მშრომლობს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან და მთავრობის სხვა წარ­მომად­გენლებთან.