საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ პოლონეთიდან დელეგაციას უმასპინძლა… |
Wednesday, 20 April 2011 13:36 |
2011 წლის, 20 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცას რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტსა და კატოვიცას სპეციალური ეკონომიკური ზონის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრის დროს სტუმრები გაეცნენ სსია-ს სტრუქტურასა და სამომავლო გეგმებს. ასევე შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აჭარის რეგიონში საქართველო-პოლონეთის ბიზნესს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა. |