მთავრობის ძალისხმევით სსია – ს წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხები გვარდება... Print
Thursday, 14 April 2011 11:26

 

ქალბატონებო და ბატონებო,

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ გამოიკვლია და მოახდინა  ასოციაციის  წევრი კომპანიების პრობლემატურ საკითხთა ანალიზი. აღნიშნული პრობლემატურ საკითხთა ჩამონათვალი მიეწოდა შესაბამის ადგილობრივ და ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს (გთხოვთ, იხილოთ დანართი).

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე მოახდინა 2 პრობლემატური საკითხის გადაჭრა:


1. საჯარიმო სანქციების დადების დღევანდელი პრაქტიკა და ჯარიმის სიდიდე (გთხოვთ, იხილეთ დანართი).

2. დროებით გადამუშავებისათვის შემოსული ქსოვილებისა და აქსესუარების შეკერილი ნაწარმის სახით ექსპორტირებისას შეკერვის დროს არსებული დანაკარგის გაუთვალისწინებლობა (გთხოვთ, იხილეთ დანართი).