საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ 2010 წლის წარმატებული წევრი კომპანიები დააჯილდოვა... Print
Thursday, 07 April 2011 14:02

2011 წლის 5 აპრილს სასტუმრო "Sheraton palace"-ში საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2010 წლის შედეგების მიხედვით ჩატარდა ინვესტორთა დაჯილდოვების ცერემონიალი.

ნომინაციების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთაც

გადაეცათ ჯილდოები:

"საუკეთესო ინვესტორი"– Nurol Georgia

"ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია– Batumi Tex

"საუკეთესო ექსპორტიორი" – STAR AR GE

"საუკეთესო ინოვაციურ კომპანიად" – ICON GROUP

"ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია" – Batumi Oil Terminal, რომელსაც გადაეცა აჭარის

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს და ასოციაციის ერთობლივი პრიზი.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ქ. ბათუმის მერი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.