საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ვიზიტი სსია–ში... Print
Saturday, 26 March 2011 15:46

2011 წლის 23 მარტს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ბატონი გიორგი პერტაია აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენებს და ინვესტორებს შეხვდა. შეხვეედრას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, 40–მდე ინვესტორი და ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.  დიალოგი გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ წამოჭრილი მთელი რიგი პრობლემატური საკითხების გარშემო, რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დროს.  ბიზნეს–ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა ყველა პრობლემის ირგვლივ, მათ შორის პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ახალი საგადასახადო კოდექსის გარშემო. დაისახა აჭარაში მოღვაწე ინვესტორებთან თანამშრომლობის ფორმები. ომბუდსმენი მინაწილეებს დაჰპირდა აღნიშნული საკითხების დეტალურად შესწავლასა და შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან, რაც ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ინვესტორთა ეფექტურ საქმიანობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.