აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება... Print
Tuesday, 15 March 2011 08:31

აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მსოფლიო საკრუიზო ინფრასტრუქტურის გამოფენას – "SEATRADE MIAMI -2011" დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში აჭარის პირველმა პირმა შეხვედრები გამართა "Medcruise"–ს გენერალურ მდივანთან ხოსე კამპოსთან და “Tura Turism”-ის პრეზიდენტთან ერკუნტ ონერთან. შეხვედრაზე მაიამის ტურისტულ კომპანიებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. აჭარის სამთავრობო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს "Royal Caribbean Cruses"–ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯონ ტერსეკთან, "Holland America Line"-ს დირექტორთან სეიმონ დოუვსთან, ასევე "Port of Odessa"-ს დირექტორს ელვირა ლეშენსკაიასა და უკრაინის "INFLOT" –ის გენერალურ დირექტორს ოლგა ბრონესკაიასთან. შეხვედრის მიზანია უფრო მეტი საკრუიზო კომპანიების მოზიდვა ბათუმის პორტში. სამუშაო ვიზიტი 17 მარტს დასრულდება.