ტრამპ-ტაუერი ბათუმში... Print
Tuesday, 15 March 2011 07:52

ბათუმში ტრამპ-ტაუერის მშენებლობის დაწყების შეთანხმება ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის ნიუ-იორკში, ცნობილი მილიარდერის სათავო ოფისში გაფორმდა. დონალდ ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობა თავდაპირველად ბათუმში დაიწყება, შემდეგ კი თბილისში. კომლექსებში, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, იქნება სამორინეები და საოფისე ფართობი.