საქართველოში ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური 2011” ტარდება... Print
Thursday, 10 March 2011 09:47

ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება “მერკური 2011” პირველად საქართველოში ტარდება. მისი ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების გენერალური სპონსორია “HSBC-ბანკი საქართველო”. დაჯილდოების დაარსების მიზანია ქართული ბიზნესის წარმოჩენა, წახალისება და პოპულარიზაცია. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს უკვე მიღწეული წარმატების მაგალითზე ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებასა და განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება - “მერკური” 2011 აერთიანებს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს.