უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ტერნოპოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია სსია-ს ოფისში... Print
Sunday, 06 March 2011 10:40

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა უკრაინის ქალაქ ტერნოპოლის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქ ტერნოპოლის მერი სერგეი ნადალი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ტერნოპოლის საკრებულოს წევრები, ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იასონ ცერცვაძემ სტუმრებს გააცნო ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობა, ქვეყნის საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ინდუსტრიული და ტურისტული ზონები, რეგიონში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები. ტერნოპოლის დელეგაცია დაინტერესდა ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ზოლში სასტუმროსა და რესტორნის მშენებლობით-სახელწოდებით „ტერნოპოლი“. ასევე გაცნობის, გამოცდილების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით ასოციაციის წარმომადგენლები მიიწვია ქალაქ ტერნოპოლში.