ინდურ ბიზნესწრეებში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით დაინტერესდნენ... Print
Monday, 28 February 2011 08:31

22 თებერვალს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ფოთის თავისუფალ ინდუსტიულ ზონასთან დაკავშირებით ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ინდოეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კომპანია “რაკია ჯორჯია” და ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაცია. ინდოელი ბიზნესმენების წინაშე პრეზენტაცია გააკეთეს და შემდეგ შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ინდოეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების – სავაჭრო და სამრეწველო პალატების ასოციაციის დელეგაცია. მის შემადგენლობაში წამყვანი ინდური კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან. აღნიშნული ვიზიტის დროს გაგრძელდება საქმიანი დიალოგი საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის ბიზნეს-წრეებს შორის კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.