სამკერვალო ფაბრიკა ”ბათუმიტექსში” ახალი ხაზი ამოქმედა... Print
Tuesday, 22 February 2011 13:36

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანია ბათუმის სამკერვალო ფაბრიკა ”ბათუმიტექსი”, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს, საქმიანობას აფართოებს. საწარმოში ახალი ხაზი დამონტაჟდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. 750 დასაქმებულს ახალი თანამშრომლები მალე შეემატება. ახალი მარკით შეკერილი ტანსაცმელი ინგლისში გაიყიდება.