USAID ეცნობა ასოციაციის წევრ–კომპანიებს… Print
Thursday, 27 January 2011 15:29

2011 წლის 27 იანვარს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ვიზიტით იმყოფებოდნენ USAID–ის ახალი პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის წარმომადგენელი საქართველოში ბატონი ზვიად ქვლივიძე და კერძო სექტორის განვითარების ექსპერტი ბატონი კარლტონ ჯონსი. მათი ვიზიტის მიზანი იყო ასოციაციის წევრი კომპანიების  განვითარების პოტენციალზე ინფორმაციის მიღება. USAID–ის ახალი პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნეს კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას. სტუმრებმა, ასოციაციის გენერალური მდივნის იასონ ცერცვაძის თანხლებით  მოინახულეს ასოციაციის წევრი კომპანიები („Ajara Textile”,”BTM Textile”,”Batumi Tex”, “Georgian Kar-sa”). ვიზიტის დროს განხილულ იქნა პრობლემატური საკითხები, რომლებსაც აღნიშნული კომპანიები ხშირად აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დროს. ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა გამოთქვეს ასოციაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ასოციაციის წევრი კომპანიების შემდგომი განვითარებისათვის.