პრემიერ–მინისტრი პირველ საგადასახადო ობუდსმენს კვირის ბოლომდე დაასახელებს... Print
Saturday, 22 January 2011 13:30

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საგადასახადო ომბუდსმენის ვინაობას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა 26 იანვარს. მისი ინფორმაციით, ამ პოსტზე სავარაუდო კანდიდატებს პრემიერი ოთხი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებთან 26 იანვარს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს. შესაძლო კანდიდატებს შორის არიან პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ბიზნეს–ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია; სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია. საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ბიზნესმენების უფლებათა დამცველს, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს. საგადასახადო ომბუდსმენი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რადგან ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.