შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ბატონ კახა ბაინდურაშვილთან... Print
Monday, 22 November 2010 10:29

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს სასტუმრო “შერატონ-ბათუმში” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ბატონ კახა ბაინდურაშვილთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი ვაჟა ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ შავაძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციის, აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელები და ადგილობრივი მსხვილი მეწარმეები.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებთან ინტენსიური შეხვერების დროს გამოკვეთილი იქნა რიგი პრობლემატური საკითხები, რომელიც გახდა მსჯელობის საგანი აღნიშნულ შეხვედრაზე.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ წარმოდგენილი საკითხები წერილობითი სახით მიაწოდა ბატონ კახა ბაინდურაშვილს:

1.        საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით;

2.       საბაჟო გაფორმებიდან გამომდინარე სპეციფიკურობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;

3.       ტვირთზე კოდების მინიჭებასთან და საჯარიმო ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით

4.       სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების შესახებ;

5.       ძირითად საშუალებებზე, მანქანა – დანადგარებსა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანისას დღგ-ს გადასახადით დაბეგვრა;

6.       საბაჟო ტერმინალებზე, რკინიგზაზე და პორტებში მომსახურების ტარიფების მუდმივი ზრდა;

7.       დავებთან დაკავშირებული საკითხები.

ფინანსთა მინისტრის მიერ განმარტებული იქნა ახალი საბაჟო-საგადასახადო კოდექსის პრიორიტეტები და დასახული იქნა აღნიშნული საკითხების მოგვარების გზები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება სამინისტროს შემდგომ მუშაობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ახალი ინვესტიციების შემოსვლასა და კერძოდ, საქართველოში ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.