სსია-ს გენერალური მდივანი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა... Print
Friday, 12 November 2010 12:17


საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი – ბატონი თამაზ შავაძე დაინიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, რომელიც სამინისტროს ხაზით ეკონომიკურ საკითხებში კურირებას გაუწევს ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებს, ლიცენზირებისა და სერთიფიცირების სამსახურს, მინისტრის აპარატსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, აჭარაში მოქმედ ასოციაციებს, სავაჭრო პალატებსა და ბიზნეს გაერთიანებებს.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, ასოციაციაში გაწევრიანებული ორგანიზაციები და თანამშრომლები ვულოცავთ ბატონ თამაზს ესოდენ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავებასა და ვუსურვებთ წარმატებებს პირადსა და საზოგადოებრივ საქმეში.