მიღება სასტუმრო “შერატონ ბათუმში”... Print
Friday, 29 October 2010 12:39

თურქეთის რესპუბლიკის დამყარების 87-ე წლისთავთან დაკავშირებით ქ. ბათუმში გენერალურმა კონსულმა თუღრულ ერჯან ოზთენმა სასტუმრო “შერატონ ბათუმში” ოფიციალური მიღება გამართა. წვეულებას ესწრებოდნენ ხელისუფლების უმაღლესი რანგისწარმომადგენლები, ინვესტორთა ასოციაციის წევრები და საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს თურქეთის მოქალაქეებს რეპუბლიკის დამყარების დღესასწაულს და გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ მომავალში ორ კეთილ მეზობელ ქვეყანას საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება კულტურული და სტრატეგიული ურთიერთობები.