თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ბათუმს სტუმრობდა... Print
Friday, 29 October 2010 12:37

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ბათუმს სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ბინალი ილდირიმი. მას აეროპორტში დახვდა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ართვინის გუბერნატორი, თურქეთის გენერალური კონსული და სხვა ოფიციალური პირები. ტრანსპორტის მინისტრთან მოლაპარაკების დროს დაისვა საკითხი ბათუმი-ანკარის მიმართულებით თვითფრინავის რეისების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მხარისათვის ასევე ართვინის გუბერნიის მოსახლეობისათვის, რომლებიც ბათუმის აეროპორთით შიდა რეისების რეჟიმით სარგებლობენ. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი სარფის კარით გადავიდა ხოფაში და დაესწრო ხოფა-ბორჩხის გვირაბის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს.