აჭარაში ტექსტილის განვითარება ახალ ძალებს იკრებს... Print
Tuesday, 26 October 2010 09:04

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა თურქ ინვესტორებთან, რომელთაც აჭარაში სამკერვალო ფაბრიკის გახსნა სურთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ვაჟა ბოლქვაძესთან შეხვედრის შემდეგ ინვესტორებმა ასოციაციის ოფისში ტექსტილის პრეზენტაციას გაეცნენ და მისი განვითარების ტენდეციები შეისწავლეს. ინვესტორ იაშარ აიდინის განცხადებით აჭარაში ტექსტილის დარგის მიმართ არსებული საინვესტიციო გარემო მიმზიდველია მათთვის და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტიციების განხორციელებას, სადაც სამასამდე ადამიანი დასაქმდება. ფაბრიკა მამაკაცის პერანგებს გამოუშვებს და გასაღების ბაზარი თურქეთი იქნება. ინვესტორებმა მოინახულეს ბობოყვათისა და ხელვაჩაურის ტექსტილის ფაბრიკები. ფირმა COBALT-I, რომელსაც წარმოადგენენ ინვესტორები, სტამბულში ფუნქციონირებს. ის ძირითადად მამაკაცის პერანგებს, ჰალსტუხებს და შარფებს უშვებს. გააჩნიათ 40-მდე საკუთარი მაღაზია. ინვესტიციებისთვის ინვესტორებმა ჩაქვის, სოფ. ჩელტისა და ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის ტერიტორიები შეარჩია. უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება მოლაპარაკება კონკრეტული გეგმის მიხედვით.