გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს... Print
Wednesday, 08 September 2010 10:38

გაზსადენი "ნაბუქო" 4 მილიარდი ევროს კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. გაზსადენის მშენებელმა კონსორციუმმა ორგანიზაციების ჯგუფთან 4 მილიარდით დაფინანსების შეთანხმება გააფორმა. ჯგუფში შედიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ორგანიზაციების ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი "ნაბუქოს" პროექტში 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი, 1,2 მილიარდ ევროს ჩადებენ. სულ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიარდი ევროა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლისთვის იგეგმება. "ნაბუქო" რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" მთავრ ალტერნატივად მიიჩნევა.