შეხვედრა საქართველოს გენერალურ კონსულთან ალექსანდრე ჯიშკარიანთან Print
Sunday, 05 November 2023 06:31

2023 წლის 2 ნოემბერს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) სათაო ოფისს ქ. სტამბოლში  საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა, იმპორტ-ექსპორტის საკითხები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლოდ ერთობლივად ბიზნეს ფორუმების ორგანიზება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი, Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.