„აბრეშუმის გზის ფორუმი” Print
Wednesday, 01 November 2023 13:36

2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა, რომლის ძირითად თემას წარმოადგენს „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის”. ფორუმს, 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატს მასპინძლობს. ფორუმზე განიხილეს შემდეგი საკითხები: შუა დერეფნის მზარდი როლი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალი არქიტექტურა, ციფრული კავშირი, ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია, ტურიზმის მდგრადობა და დივერსიფიცირებული ინვესტიციები მყარი მომავლისთვის. აღნიშნულ ღონისძებას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.