საქართველოს კანონი - უახლეს პრაქტიკასთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა Print
Friday, 14 April 2023 05:27

2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბათუმში, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი - უახლეს პრაქტიკასთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მხარეებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები და მათ პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციას, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასოციაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.