„პარტნიორული სისტემის განვითარება საქართველოში საწარმოო შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების დანერგვის გასაუმჯობესებლად“ Print
Friday, 14 April 2023 05:12

2022 წლის 15 დეკემბერს ააიპ „ბიზნეს საქართველოსა და „სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (VDSI) ორგანზიებით ბათუმში, „პარტნიორული სისტემის განვითარება საქართველოში საწარმოო შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების დანერგვის გასაუმჯობესებლად“ კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს, შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში დასაქმების სექტროში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე. კონფერენცია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული სამუშაო პირობები უსაფრთხო და ჯანსაღი მუშაობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ კონფერენციას, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასოციაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.