შეხვედრა საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრებთან Print
Saturday, 10 December 2022 09:30

2022 წლის 9 დეკემბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრებს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს, მიმდინარე აქტუალური საკითხები, ორი ქვეყანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ლოჯისტიკაში არსებული სიახლეები და გამოწვევები, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატვირტთო ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.  აღნიშნულ შეხვდრას,  DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი, ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა და აჭარ ენერჯი 2007-ს დირექტორი ჩაღათაი ულქერი,  საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალფერ ოზელი და ამავე ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.