შეხვედრა ორდუს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან Print
Saturday, 10 December 2022 08:48

2022 წლის 29 ნოემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ორდუს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ადილ ლევენთ ქარლიბელს ეწვია. მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტულურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და დიაგონალური კუმულაციის მნიშვნელობაზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონი ლევენთი საქართველოში დაპატიჟა.