შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნეს ინტერესების დაცვის საკითხებში ბ-ნ გიორგი პერტაიასთან... Print
Monday, 09 August 2010 15:06

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა ინვესტორების პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნესის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაიასთან. შეხვედრაზე ბ-ნი გიორგი გაეცნო ინვესტორთა ასოციაციის საქმიანობას, პირადად მოუსმინა ინვესტორებს და გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთ საქმიანობაში. ინვესტორებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც თხოვენ საქართველოს მთავრობას. მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფების გადახედვა და საბაჟოსთან მიმართებაში არსებული პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ასევე მწვავედ დაისვა საკითხი საფინანსო პოლიციასა და პროკურატურასთან ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და კონკრეტულად მოყვანილი იქნა მაგალითები, რომლებიც უკვე არა ერთია და დიდად ლახავს საქართველოს საინვეტიციო იმიჯს. ბ-ნი გიორგი პერტაია მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატაში, USID-ისა და ევროკავშირის პროექტებში, დამთავრებული აქვს დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და მუშაობდა ვაშინგტონში კომპანია HAMILTON-ში. ის კარგად იცნობს ბიზნესს და ენერგიულად ცდილობს მათი საკითხების მოგვარებას. ამდენად ინვესტორები დიდ იმედს გამოთქვამენ, რომ მათი პრობლემები მიტანილი იქნება პრემიერ-მინისტრამდე და დროულად გადაწყდება. გიორგი პერტაიამ ინვესტორებს განუცხადა, რომ ყოველი პრობლემა რომელიც დაისმება იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ძალიან მოკლე ვადებში იქნება განხილული და გადაწყვეტილი. “მე გაძლევთ გარანტიას იმისას, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხი იმავე დღეს მოხსენდება პრემიერ-მინისტრს. დაკავშირებისათვის ისარგებლეთ მობილური ტელეფონით, E-მაილით, საიტზე განთავსებული ფორმით. თქვენი სურვილის შემთხვევაში ანონიმურობაც იქნება დაცული” - განაცხადა გიორგი პერტაიამ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია წერილობით მიაწვდის მთავარ მრჩეველს იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც სურთ ინვესტორებს.