შეხვედრა მერსინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან Print
Sunday, 13 November 2022 10:38

2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, მერსინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და წევრები ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.