შეხვედრა გურთიადის თავმჯდომარესთან Print
Sunday, 13 November 2022 10:34

2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია გურთიადის თავმჯდომარე ოსმან თურანი წევრებთან ერთად ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.