‘’ელჩების მე-13 კონფერენცია’’ Print
Friday, 12 August 2022 12:20

2022 წლის 6-12 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინსტორს ორგანიზებით საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ‘’ელჩების მე-13 კონფერენცია’’ იმართება. დღეს, ღონისძიების ფარგლებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოში (DEIK) შემავალ ბიზნეს საბჭოებთან სამუშაო შეხვედრები გაიამრთა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული საკითხები, საერთაშორისო პარტნიორების გაზრდის მნიშვნელობა, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას და ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას რაც ისევ და ისევ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთბების გაღრმავებას.