შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან Print
Wednesday, 27 July 2022 11:20

2022 წლის 8 ივლისს DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის ეწვია. ბატონმა ოსმანმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მსვლელობისას ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ბატონ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქამიანობის შესახებ და მოიწვია ინვესტორთა ასოციაციაში.