EXPO BATUMI TRAVEL 2022 Print
Saturday, 25 June 2022 10:39

2022 წლის 19 ივნისს,  ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენის წარმატებითა და შედეგიანად დასრულების შემდეგ, BSU-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომპანია Geonet Expo-ს ორგანიზებით მოეწყო ტური ქ.ტრაპიზონის მიმართულებით. ტურის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ტრაპიზონის ღირშესანიშნაობები ეწვივნენ უზუნ გოლის ტბასა და  სუმელას მონასტერს. ტურის დასასრულს სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარესა და GEONET EXPO-ს დირექტორს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს ტურის ორგანიზებისა და მსგვასი შესაძლებლობისთვის. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა EXPO BATUMI TRAVEL 2022 გამოფენის პერიოდში გაიარეს  ერთ თვიანი სტაჟირების პროგრამა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გამოფენის საორგანიზაციო საკითხებში და დაეგროვებინათ ცოდნა და გამოცდილება რაც დაეხმარებათ სამომავლო კარიერული ნაბიჯების გადადგმაში. საგამოფენო კომპანია Geonet Expo მადლობას უხდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს თანამშრომლობისთვის.