თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი - „ჩვენებურები" Print
Saturday, 18 June 2022 13:02

2022 წლის 10 ინვისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი - „ჩვენებურები" გაიმართა. „ჩემთვის, როგორც ჩვენებური ქართველისთვის, ძალიან სასიხარულოა რომ ფორუმს ვესწრები, თითოეული ჩვნებეური ქართველისთვის მნიშვნევანია მჭიდრო კავშირი სამშობლოსთან. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობების გაღმავებას და სამოამვლოდ ერთობლივად სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვას„ - ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის გაზიარებასა და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ეწვივნენ.