ბათუმს თურქეთის მას-მედიის წარმომადგენლები ბათუმს ეწვივნენ Print
Saturday, 18 June 2022 12:57

2022 წლის 11 ივნისს ბათუმს თურქეთის მას-მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი ხასიათის ვახშამი სადაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საერთაშორისო ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსული ბათუმში, ბატონ რიზა ქაან ილმაზი და ადგილობრივი მას-მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო, ორი ქვეყნის მასმედიის წარმომადგენლების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა და სამომავლოდ ერთობლივად მუშაობა. ვიზიტის ფარგლებში აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში მოეწყო ინფო ტური. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელმაც სიტყვით მიმართა სტუმრებს და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.