შეხვედრა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაისთან Print
Saturday, 18 June 2022 12:48

2022 წლის 15 ივნისს, თურქეთის საელჩოში, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წარმოამდგენლები, ასოციაციების თავმჯდომარები და ბიზნესმენები. შეხვესდრის მსვლელობისას ვისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე წარმოქმნილ რიგებზე და ტრაილერების მძღოლების პრობლემებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, ისაუბრა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ პრობლემებზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი იქნება და მალე აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემები.