შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან Print
Sunday, 12 June 2022 15:55

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიას ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოცისციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. მიმოიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.