შეხვედრა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში Print
Sunday, 12 June 2022 15:46

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ლანჩზე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი პერტაიას ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ გიორგი პერტაიას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.