შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ნოშრევან ლომთათიძესთან Print
Sunday, 12 June 2022 15:29

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ნოშრევან ლომთათიძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ნოშრევანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.