შეხვედრა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან Print
Sunday, 10 April 2022 11:56

2022 წლის 30 მარტს, DEİK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე და თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთში გიორგი ჯანჯღავას საპატიო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ქართველი გადამზიდავების პრობლემებზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე და სამომავლო გეგმებზე.