შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში... Print
Friday, 30 July 2010 11:40

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბათუმში სამშენებლო საქმიანობით. ინვესტორები გაეცნენ აჭარში სამშენებლო ბიზნესის განვითარების ტენდენციებს, საგადასახადო კანონმდებლობასა და საინვესტიციო გარემოს. დელეგაციის ხელმძღვანელის მეჰმეთ არდანუჩის განცხადებით, აჭარაში არსებულმა საინვესტიციო გარემომ შთამბეჭდავი ზეგავლენა მოახდინა მათზე. ბიზნესმენები უკვე აწარმოებენ კონკრეტულ მოლაპარაკებას და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტირებას კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.