DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ‘’ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა’’ და ‘’აჭარ ენერჯი 2007-ს’’ დირექტორს ჩაღათაი ულქერს შეხვდა Print
Tuesday, 01 March 2022 07:19

2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას,ამავე ასოციაციის წევრი, ‘’ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა’’ და   ‘’აჭარ ენერჯი 2007-ს’’ დირექტორი ბატონი ჩაღათაი ულქერი ეწვია, ასოციაციის თავმჯდოამრეს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ახალი ინვესტიციების მოზიდვის გზებზე. შპს „აჭარ ენერჯი 2007-ი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, ამჟამად კომაპნიას ორას ორმოცი მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, ას ოცი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და სამომავლოთ სამასი მილიონი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს საქართველოში.