DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე,სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს მირიან სამხარაძეს შეხვდა Print
Tuesday, 01 March 2022 07:15

2022 წლის 21 თებერვალს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთერთბების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისუფროსს მირიან სამხარაძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სატვირტთო ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. აგრეთვე ბატონმა ოსმანმა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, ბათუმში 14-16 მარტს დაგეგმილ სამშენებლო გამოფენაზე მოიწვია. შეხვედრის დასასრულს ბატონმა მირიანმა, ბატონ ოსმანს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა.