საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან Print
Tuesday, 01 March 2022 07:10

2022 წლის 24 თებერვალს ქ.სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში, საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას DEİK / თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები, ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს (KGK) პრეზიდენტი მეჰმედ ალი დიმი, თურქეთის საბჭოს პრესის მრჩეველი ქაჰრამან ჰალიშჩელიქი, ასევე თურქეთისა და საქართველოს პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედიასთან შეხვედრაზე გაიმართა პრეზენტაცია DEİK-ის საქმაინობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს ბიზნეს კლიმატზე და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.