DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა Print
Tuesday, 01 March 2022 07:04

2022 წლის 22 თებერვალს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთერთბების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე  ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, თურქეთ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. მთავრობის თავმჯდომარემ,ბატონ ოსმანს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა. წარამტებები უსურვა მეტად საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში და გამოთქვა სრული მხარდაჭერა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.