შეხვედრა დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) პრეზიდენთან Print
Sunday, 13 February 2022 11:46

2022 წლის 11 თებერვალს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთერთბების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) პრეზიდენტს მაჰმუთ ასმალს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობსას მხარებმა ისაუბრეს პანმდემიისგან შექმილ ეკონომიკურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე, თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე. მუსიადის პრეზიდენტმა ბატონ ოსმანს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა.