საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში, რომელიც ეძღვნებოდა აშშ-ს იმპორტის სტანდარტებს იმ პროდუქტებზე, რომელზეც ვრცელდება GSP... Print
Tuesday, 27 July 2010 07:39

2010 წლის ივლისში სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამ-ით CLDP შესაბამისი სამთავრობო, სავაჭრო ასოციაციებისა და მწარმოებელი კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარებ, სექტორული შეხვედრებ და საიტ-ვიზიტებთბილისში, ქუთაისსა და ბათუმში თემაზე „როგორ გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში და როგორ დავაკმაყოფილოთ აშშ-ს იმპორტის სტანდარტები და მოთხოვნები“.

26 ივლისს . ბათუმში სასტუმრო შერატონში გამართულ სემინარზე პროგრამის მომხსენებლებ წარმოადგენდნენ აშშ–ს ვაჭრობის წარმომადგენლობით ოფისს (USTR), აშშ-ს საკვები პროდუქციის და წამლის ადმინისტრაციას (FDA), აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა და მცენარეთა უვნებლობის ინსპექციის სამსახურს (USDA/APHIS), ალკოჰოლის და თამბაქოს გადასახადის და ვაჭრობის ბიუროს (TTB), აშშ–ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვასა (CBP) და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს.

პროექტის მიზანი იყო:

1. პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის ბიზნესისადმი, რათა ამ უკანასკნელთ შეეძოთ აშშ-ში არსებულ საბაზრო შესაძლებლობებში გარკვევა და ამ გზით საკუთარი პროდუქციის ექსპორტის გაზრდა.

2. საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლების ცოდნის დონის გაზრდა აშშ-ს მთავრობის საიმპორტო (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. საქართველოს მთავრობის და ექსპორტიორი კერძო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობათა ზრდა სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP) გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის საქმეში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საჭიროებების შეფასების კვლევის მიხედვით, 2009 წლის დასაწყისში ქართული პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტის 22 პროცენტით შემცირება იყო ნავარაუდევი. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2009 წელს საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში სულ რაღაც 37 მილიონი დოლარი (საერთო ექსპორტის 3%) შეადგინა და შეიცავდა სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში (GSP) შემავალი 3400 პროდუქტიდან მხოლოდ 9-ს. სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური აქტივობის 16 პროცენტს შეადგენს, პროდუქციის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზაა სხვა ქვეყნებში გასატანად. სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებულ სისტემაში (GSP) შემავალი პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის გაზრდა შესაძლებელია ტექნიკური დახმარების მეშვეობით, რაც გულისხმობს საქართველოს ექსპორტიორთა ცოდნის გაღრმავებას, რათა მათ უკეთ შეძლონ საკვები პროდუქციის აშშ-ში ექსპორტის სტანდარტების მოთხოვნების შესრულება და აითვისონ GSP-ით გათვალისწინებული საექსპორტო შეღავათები.