ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანია აჭარა ტექსტილი, საქართველოს 2021 წლის TOP-20 ექსპორტიორ კომპანიათა შორისაა Print
Friday, 28 January 2022 09:39

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტში კვლავ პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონის საქონელი გავიდა. ჩინეთში ექსპორტის მატებამ 29% შეადგინა. უფრო მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზაციით ქვეყანამ $815 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, რომლის ექსპორტიც $477 მილიონი იყო, მესამეზე კი $456 მილიონით ავტომობილების რეექსპორტია. BM.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ 20 კომპანიის სია, რომელთაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი გაიტანეს. ცნობისთვის, ექსპორტიორი კომპანიების რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული: 1. შპს ასკანელი ძმები; 2. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; 3. შპს კავკასიის ავტოიმპორტი; 4. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; 5. შპს ჯი-ემ-პი; 6. შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; 7. სს ლომისი; 8. სს RMG Copper; 9. შპს RMG Gold; 10. შპს ჯორჯიან მანგანეზი; 11. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია; 12. შპს აჭარა ტექსტილე; 13. შპს ლეგომეტალ; 14. სს რუსთავის აზოტი; 15. შპს ჯეი თი აი კავკასუს; 16. შპს გებრიუდერ ვაის; 17. შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი; 18. შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია; 19. შპს Caucasian Metals Terminal; 20. შპს მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია.